რეზონანსი
05.07.2025

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თამაში პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პსჟ-ში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო – ხვიჩას შეეძლო გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ოდნავ ააცილა, მისი გადაცემით საგოლე მომენტიც შეიქმნა, 35-ე წუთზე კი მცველს გასცდა, მაგრამ „ბაიერნი“ ნოიერმა გადაარჩინა.

გერმანელები უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდნენ, ფრანგებმა კი ორი მომენტი კვარაცხელიას აქტიური თამაშის შედეგად შექმნეს. ხვიჩამ 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ბრედლი ბარკოლა გაიყვანა, მაგრამ „ბაიერნი“ ნოიერმა ამჯერადაც გადაარჩინა. 74-ე წუთზე კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ ნოიერმა შეცდომა დაუშვა, ბურთი უსმან დემბელეს მიუვიდა, ფრანგების ფორვარდმა ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ააცილა.

ამ ურთულეს ბრძოლაში პარიზელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 78-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა და „პარი სენ-ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ხუთ წუთში პაჩო ლეონ გორეცკასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და ფრანგების მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად ხვიჩა კვარაცხელია მცველით, ბერალდოთი შეცვალა.

90+2-ე წუთზე ლუკა ერნანდესმაც წითელი ბარათი მიიღო. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა პსჟ-მ გერმანელებს მეორე გოლიც გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 9 ივლისს მადრიდის „რეალისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ წყვილის გამარვებულს დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×