რეზონანსი
21.06.2025

აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში წარმატებული ტურისტული სეზონის მოლოდინია. მისი თქმით, ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, რაც სტაბილურობისა და მშვიდობიანი გარემოს პირობებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

„აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×