რეზონანსი
21.06.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საპარლამენტო კომისიაზე ზოგიერთი რადიკალის გამოუცხადებლობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მძიმე კითხვებზე პასუხები არ გააჩნიათ, მათ შორის, არც მამუკა ხაზარაძეს.

„რაც გინდა, შეიძლება დაარქვა კანონს, მაგრამ კანონი კანონობს და არა მარტო საქართველოში. ეს მიღებული პრაქტიკაა. აშშ-ში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, აი, ამ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ, არჩია, ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს. მძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არც ერთს, მათ შორის არც ხაზარაძეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა - ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×