რეზონანსი
21.06.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტი შეაფასა, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.

კირცხალიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარსა და თანამდებობას, ვინაიდან კანონი უზენაესია და ნებისმიერი პირის მიმართ, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, კანონი იქნება უმკაცრესი.

„არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, თანამდებობას, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი თანამდებობის პირი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება იმაზე, რასაც ჰქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×