რეზონანსი
19.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას "მომდევნო ორი კვირის განმავლობაში" მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე გააჟღერა.

"ირანში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მედიაში ყველა თქვენგანში იყო ბევრი სპეკულაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ჩაერთვება თუ არა აშშ პირდაპირ.

ამ ამბის ფონზე პირდაპირ პრეზიდენტისგან მაქვს მესიჯი: "იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკების ჩატარების ან არჩატარების მნიშვნელოვანი შანსი არსებობს, ჩემს გადაწყვეტილებას ჩავერთო თუ არა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ". ეს პრეზიდენტი პირდაპირი ციტატაა ყველა თქვენგანისთვის დღეს," - განაცხადა ლევიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×