რეზონანსი
19.06.2025

"ქართული ოცნების" რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? "ქართული ოცნების" რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს", - წერს ლუაზო.

კერძოდ, ლუაზო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულამ ბიურომ" ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×