რეზონანსი
19.06.2025

პუტინი "მედიატორად" პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ნდობა არცერთ ვითარებაში არ შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების.

"ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოსკოვის თვალთმაქცობის მინიმუმ ორ მაგალითს გვაჩვენებს.

პირველი, პუტინი "მედიატორად" პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას.

მეორე, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დარტყმებს გმობს, მაშინ, როდესაც დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას. პუტინი, ვითომ, თავის დახმარებას სთავაზობს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც უარს ამბობს საკუთარის დასრულებაზე.

ერთადერთი რაციონალური დასკვნაა ის, რომ რუსეთის ნდობა არცერთ ვითარებაში არ შეიძლება, და ის ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების",-წერს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×