რეზონანსი
19.06.2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.

„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.

„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა „იცის თამაში“.

ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.

„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×