რეზონანსი
19.06.2025

"მე შევსწრებივარ საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ჰუბერტ ქნირში, პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა: „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს შევსწრებივარ. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოში გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს 2019 წლის 20 ივნისი ღამის აქციის დარბევის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მიწვეული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე.

„ბატონი ქნირში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია, მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა, ამის გამო. მე შევსწრებივარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ესაუბრებოდა, რომ „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს [შევსწრებივარ]. ჩემთვის მოუცია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×