რეზონანსი
17.06.2025

 თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე,  რეკორდული მაჩვენებელია.  

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს. 

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით - საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან: 

1. საუკეთესო პროდუქტი  

2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი  

3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა  

4. გამორჩეული როლი რეგიონში  

5. საუკეთესო ფრილანსერი  

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ვებ-გვერდზე.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები -  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×