რეზონანსი
16.06.2025

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადაგ ცდილობენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში გააღვივონ, როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულებიც, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, რომელიც სოციალურ ქსელებში ირანის მაღალჩინოსნების სურათებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტების თემას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სულიერი მემკვიდრეა.

„თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ, რომ ადამიანები მოეკლათ, არამედ ადამიანებს კლავდნენ კიდევაც, პირდაპირ ქუჩაში, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება, ვისი სულიერი მემკვიდრეებიც არიან ესენი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×