რეზონანსი
16.06.2025

ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა , - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე დარტყმის განზრახვის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმაც გაავრცელა.

„ირანული პროპაგანდის ინსტუმენტი გაქრობის პირასაა. ახლომდებარე ადგილებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო", - განაცხადა ისრაელ კაცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×