
კახა კახიშვილი ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში ჩვენებას აძლებს - მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია, თქვა, რომ მედიასთან გამოკითხვის შემდეგ ისაუბრებს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვა პროკურატურაში. ტაბატაძემ გახარია ესკალაციის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტყის მასივზე კონტროლი დაკარგა.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.