რეზონანსი
16.06.2025

კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ ასეა, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„არც ოპოზიციურ ფლანგზე არიან დარწმუნებული ადამიანები, რომ მისაღებია მუდმივი დესტრუქციის, რევოლუციის სცენარი პირადად მათთვის, მათი ოჯახებისა და საქართველოსთვის. რეალურად, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ არცერთ ფლანგზე, მაგრამ ეს სცენარი არ იცვლება იმ სათავეში, რომელსაც სამწუხარო, სავალალო ოპოზიცია წარმოადგენს“, - აღნიშნა გიორგი ვოლკსიმ.

იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებში დაპირისპირება გამოიწვია. ამომრჩევლის 54% მიიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ხალხი გამოიკითხა 5-20 მაისის შუალედში. საუბარია 2 ათას რესპონდენტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×