რეზონანსი
16.06.2025

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადაგ ცდილობენ, რომ საზოგადოებაში გააღვივონ როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, ეს სიძულვილი არის დასპონსორებული გარე ძალებისგან.

„თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ, რომ ადამიანები მოეკლათ, არამედ ადამიანებს კლავდნენ კიდევაც პირდაპირ ქუჩაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სოციალურ ქსელში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის ფოტოს აზიარებენ, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული, ირანის მაღალჩინოსნების სურათები. უმრავლესობის წევრთა შეფასებით, ოპოზიციის პროპაგანდისტები პირდაპირ ახალისებენ მკვლელობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×