რეზონანსი
16.06.2025

გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ხვადაგიანიც იყო, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

"მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს" - გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო.

ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე, წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე, აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს.

მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: "ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×