რეზონანსი
16.06.2025

ჰაიფას მერის, იონა იაჰავის განცხადებით, ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 287 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×