რეზონანსი
14.06.2025

ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.

სტატიის თანახმად, მერილენდის მკვიდრმა, როდერიკ უოტსონმა USAID-ში მუშაობის დროს 1 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამი აიღო იმისათვის, რათა ორ კომპანიას, Apprio-ს და Vistan-ს, 14 მსხვილი ფედერალური კონტრაქტი გაეფორმებინა. ამით, როგორც გამოცემა წერს, უოტსონმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.

57 წლის უოტსონმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ განაჩენი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გამოიტანოს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ კომპანია Vistan-ის მფლობელი უოლტერ ბარნსი და Apprio-ს ხელმძღვანელი დარილ ბრიტი ქვეკონტრაქტორს, პოლ იანგს იყენებდნენ, როგორც შუამავალს. სამივე მათგანმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. ბარნსმა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თაღლითობაც აღიარა.

როგორც გამოცემა წერს, ბოროტმოქმედები თაღლითური სქემით 2013 წლიდან მუშაობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×