
„რაც უნდათ ის იკივლონ, იყვირონ და ირბინონ, არის კანონი, არის კონკრეტული სასამართლო, არის მოსამართლე, არის გადაწყვეტილება, ყველა ვექვემდებარებით მას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კანონი და ყველა დაექვემდებარება მას.
„სხვებს შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც ხარ ცნობადი სახე, როდესაც ხარ ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, როცა ბილწსიტყვაობ, როცა შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც გამოდიხარ და არასრულწლოვანთან ერთად დედას შეურაცხყოფას აყენებ, გაანებე თავი პოლიტიკოსს, ამასთან დაკავშირებით რაც არის კანონი, რომ დაჯარიმდეს, ესეც არ უნდათ.
ამათ უნდათ, რომ გაგინონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ფიზიკურად იძალადონ, მაგრამ თუ სასამართლოში ჯარიმას და ჯარიმა იყო ეს ადმინისტრაციული და დაკავება რამდენიმე დღით, თუ მოსამართლემ ეს ჩათვალა, ესეც არ უნდათ. ხო და ვინ ჭამს ახლა ამათ? რაც უნდათ ის იკივლონ, იყვირონ და ირბინონ, არის კანონი, არის კონკრეტული სასამართლო, არის მოსამართლე, არის გადაწყვეტილება, ყველა ვექვემდებარებით მას“, - აღნიშნავს ზარქუა.