რეზონანსი
13.06.2025

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ფაქტზე „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4000-ლარით დააჯარიმეს.

პროცესს არ დასწრებია ალეკო ელისაშვილი, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზით, დარბაზიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×