რეზონანსი
13.06.2025

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ძალიან შეშფოთებულია" ირანზე ისრაელის თავდასხმის შესაძლო „მძიმე შედეგებით".

„ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა.

მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში", - აღნიშნა ლინ ცზიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×