რეზონანსი
13.06.2025

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდას ეძინა და მან გამოსვლა ვერ შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები. ახალგაზრდა ბიჭის ასე ტრაგიკულად დაღუპვას ყველა განიცდის. 

"სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა. ვუთანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას. მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ.” – წერს "ტორპედოს" ფანკლუბი ,,ჯუნგლები".

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, ეს ამბავი რომ გავიგე, გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. სრული შოკია ამის დაჯერება. საყვარელი, თბილი, უბოროტო, კეთილი მიშო აღარ არის ცოცხალი. სულ გაღიმებული სახით მოგესალმებოდა რომ დაგინახავდა. ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე დღეს, არ ვიცი როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ამ ამბავმა დღეს გამანადგურა. როგორ უნდა მივიდე სამძიმარზე, რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს. ეს არ უნდა მომხდარიყო. 

მიშოს ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა. ასე ჩაიწვა სახლში ახალგაზრდა ბიჭი. უფალო ნათელში ამყოფე ახალგაზრდა, უბოროტო ბიჭი და გაძლება მიეცი მის მშობლებს. ვერ ვლაპარაკობ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი", - ამბობს ახლობელი.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×