რეზონანსი
13.06.2025

ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი. დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„ბიბისი“ ამავე ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმების შედეგად, დაიღუპნენ ბირთვულ საკითხში მეცნიერები ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×