რეზონანსი
12.06.2025

 ქუ­თა­ის­ში ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად 22 წლის მიშო აშ­ვე­თია გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გაჩ­ნდა, რა დრო­საც მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას ეძი­ნა და მან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

მომ­ხდარს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბა - მიშო ფანკლუ­ბის წევ­რი იყო. ის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას შვი­ლია.

"სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი მიშო აშ­ვე­თია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა და რა­ი­მე სი­ტყვე­ბის პოვ­ნა.

თა­ნა­ვუგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას, მის ოჯახს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც მიშო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ძმაო... გვიყ­ვარ­ხარ და არას­დროს და­გი­ვი­წყებთ", - წერს "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი..

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×