რეზონანსი
12.06.2025

 ბურჭულაძის ალტერნატიული პლატფორმა - ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო, საკუთარ თავზე მსოფლიო ბანმა აიღო. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებს პოლიტიკოსობის დავიწყებას და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას ურჩევს. ტელეფონით არჩევნების ჩატარების ინიციატივის შემდეგ, ბურჭულაძე ახლა ეროვნულ ყრილობას აანონსებს და ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ალტერნატივაზე საუბრობს.

ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ მასთან ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა გახარიას პარტიის გარდა. იდეაც მოუწონეს, თუმცა პლატფორმაში გაერთიანებაზე უარი უთხრეს. უარი მიიღო ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიიდანაც. კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" მსოფლიო ბანს ექსპრეზიდენტი არჩია.

დაპირისპირებული ოპოზიციის ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანების სურვილიც და იდეაც ბევრი უნახავს მმართველ გუნდს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს სურვილი რეალობად ვერასდროს იქცა.

წარსულმა გამოცდილებამ, იაგო ხვიჩიას ნდობა დაუკარგა, ამიტომ გირჩი არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. ერთობას, დამოუკიდებლად ბრძოლა ამჯობინეს ყოფილი პრემიერის გუნდშიც.

დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა და კონკურენცია - მმართველი გუნდი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ქართული ოცნების ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც მისი კონკურენტი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური რეალობის შეცვლას ვერ შეძლებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, პაატა ბურჭულაძეს ბევრი იდეა აქვს, თუმცა ამ იდეების გარშემო, ჯერჯერობით, ვერავინ გააერთიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×