რეზონანსი
12.06.2025

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

პროექტის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი 1 კვირის ვადაში დასრულდება. გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აღარ იქნება საჭირო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს.

„პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა 78 ხმით დაუჭირა მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×