რეზონანსი
23.05.2025

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

„გარკვეული, მაგრამ არა საბოლოო პროგრესი“, – განაცხადა ომანელმა მედიატორმა რომში გამართული შეხვედრის შეფასებისას.

როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მაინც გაგრძელდება. მედიის ცნობით, სირთულეებში იგულისხმება, ამერიკის მხარის მოთხოვნა ირანისადმი, შეწყვიტოს ურანით გამდიდრება.

„ეს მოლაპარაკებები ზედმეტად რთულია, რათა მხოლოდ ორ-სამ შეხვედრაზე მოგვარდეს”, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას აღარჩიმ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების წინსვლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×