რეზონანსი
23.05.2025

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა სავარაუდოდ შაბათ-კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს - 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×