
გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრების, რამინ აბულაძის განცხადებით, მას თავს დაესხნენ და მოკვლით დაემუქრნენ. მისი თქმით, თანასოფლელი, 45 წლამდე კაცი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელიც ბიზნესმენია და დიდი გავლენით სარგებლობს. მერე თავდამსხმელმა სახლიდან იარაღი გამოიტანა და მოკვლით ემუქრებოდა.
მოქალაქემ რეაგირების მიზნით პოლიციას მიმართა, ადგილზე ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
"ჩემ ბაღში ღობეს ვაკეთებდი. მანქანით ჩამოიარა და ამიშარდა. კისერში წამავლო ხელი, მერე სახლში გაიქცა, ავტომატი გამოიტანა, მოკვლით მემუქრებოდა. დედამისმა დაიჭირა.
მისი სახლი კამერებით არის აღჭურვილი და ვითხოვ ჩანაწერების ამოღებას. მოვიდნენ, მომაქციონ ყურადღება, ეს კაცი სულ ასე დათარეშობს სოფელში, ამბობს ბიზნესმენი ვარ და პარლამენტში ვმუშაობო" - ამბობს მოქალაქე.