რეზონანსი
23.05.2025

ვერავინ შეძლებს, რომ 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისს პასუხს მიიღებს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, როგორც ეს ქართველ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტს და იმ უდიდესს მიღწევას უკავშირდება, რაც 26 მაისს აღინიშნება. ვერავინ შეძლებს, რომ ეს დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას. სურვილებში ფრთხილად იყვნენ. ეს უსუსური და უსამშობლო ადამიანები ამ დღეს ვერაფერს დააკლებენ. ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისს პასუხს მიიღებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×