
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით, ფარიკაობის ფედერაციაში მწვრთნელებისთვის კურსები ჩატარდა, რომელსაც ამერიკიდან მოწვეული სპეციალისტი გიორგი გურამ აბაშიძე უძღვებოდა. კურსების მიზანი, მოქმედი და დამწყები მწვრთნელების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო.
დასკვნით დღეს, მონაწილეებს სერტიფიკატები ნინო სალუქვაძემ გადასცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მწვრთნელებიც იყვნენ ინფორმირებული ყოველივე სიახლეზე, ყველანაირ ახალ გამოწვევებზე. ამისთვის, ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის უდგას ყველა ფედერაციას გვერდით, რომ თავის გამოცდილება უფრო გაიღრმაონ. რაც მთავარია, აქ მოდიან სულ უცხოელი ექსპერტები. ჩვენც გვყავს ძალიან ძლიერი და კარგი ექსპერტები, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ შემდგომ შედეგებზე აისახება ეს ყველაფერი," - აცხადებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო სალუქვაძე.