რეზონანსი
22.05.2025

 "გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, ქონება ჩადო გარანტად, რომ არ გაიქცევა" - პაატა მანჯგალაძე

გი­ორ­გი ვა­შა­ძეს არა­ფე­რი გა­და­უხ­დია, კონ­კრე­ტუ­ლი ქო­ნე­ბა ჩადო იმის გა­რან­ტად, რომ არ გა­იქ­ცე­ვა. ბო­ლომ­დე აპი­რებს ბრძო­ლას და შე­იძ­ლე­ბა 1-2 თვე­ში დად­გეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სად არის აქ გაქ­ცე­ვა და შიში?! , - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან­ჯგა­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში" „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის" ლი­დე­რის ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის და­კა­ვე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზურა გირ­ჩის მო­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ და გამ­ბე­და­ო­ბამ სის­ტე­მა კი­დევ ერთხელ ამ­ხი­ლა.

„ფაქ­ტობ­რი­ვად, ზუ­რას მხრი­დან დღეს იყო მხი­ლე­ბა. მის­მა მო­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ და გამ­ბე­და­ო­ბამ სის­ტე­მა კი­დევ ერთხელ ამ­ხი­ლა. მარ­ტო მხი­ლე­ბა და მსხვერ­პლი ხომ არ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა. ხალ­ხს ეშ­ლე­ბა, რომ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს - ან ჯა­რი­მას გა­და­იხ­დი ან წახ­ვი­დო­დი პა­ტიმ­რო­ბა­ში, ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ეს არის წი­ნას­წა­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის „გა­მო­ძი­ე­ბის" პი­რო­ბებ­ში ქვეყ­ნი­დან არ გაქ­ცე­ვის. ვი­საც გი­ორ­გი ვა­შა­ძის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა ეჩ­ქა­რე­ბა, ჩვენ ამის­თვის მზად ვართ. რო­დე­საც ვა­შა­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მი­სი­ა­ში არ მი­ვი­და, მა­შინ­ვე ჰქონ­და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რა ჯო­ბია: რე­ჟიმს ეს მიზ­ნე­ბი შე­ვუს­რუ­ლოთ, რაც არის ის, რომ მალე მოხ­დეს ლი­დე­რე­ბის იზო­ლა­ცია თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ოთ?",- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×