რეზონანსი
22.05.2025

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში კანადაში „დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპი გეგმავს 15-17 ივნისს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის დასწრებას სამიტზე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის „დიდი შვიდეულიდან" გაძევება „ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო", თუმცა მიიჩნევს, რომ „ახლა კარგი დრო არ არის" მის დასაბრუნებლად.

„დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები არიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×