რეზონანსი
22.05.2025

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა -  რუსული რუსული გამოცემა РБК-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი კლიენტები ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას  21 მაისიდან ვეღარ ყიდულობენ. 

„საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ შეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ.

ტელეგრამ არხებზე რუსი მოქალაქეები ადასტურებენ, რომ მსგავსი შეტყობინება საქართველოს ბანკის აპლიკაციაში მიიღეს.

2022 წლის მარტში ევროკავშირმა რუსეთში ფუფუნების საგნების მიწოდება აკრძალა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×