
რისთვის ემზადება ოპოზიცია 26 მაისს? პიკეტირება, პარალიზება და შესაძლო მსხვერპლი - ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თვლიან, რომ ამ დღეს პროტესტმა რადიკალური ფორმა უნდა მიიღოს. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ამ გეგმას ემიჯნება.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ 26 მაისი აუცილებლად იქნება პროტესტის დღე, თუმცა, საბოლოოდ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მაინც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
"თუ ვინმე ფიქრობს და გეგმავს რაღაც რადიკალურ ქმედებებს, ჩვენ ამის ნაწილი არ ვართ და არასდროს ვიქნებით. მე დიდი ხანია მესმის მათი ბაქი-ბუქი, სადღაც შევარდნა, რაღაცის გადაყირავება, გადატრიალება, რევოლუცია და ა.შ. რამის თავი რომ ჰქონოდათ, აქამდეც მიაღწევდნენ სასურველ შედეგს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.