რეზონანსი
21.05.2025

ომის დასრულებისას, ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზას სექტორში ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია განკუთვნილია "ომის, სამუშაოს დასრულებისთვის" ღაზაში.

"ჩვენი ძალები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, რათა ის ტერორისტებისგან და "ჰამასის" ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან გაასუფთაონ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი დაპირებით, ოპერაციის დასრულებისას, "ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება და "ჰამასი" სრულიად იქნება დამარცხებული".

მან აღნიშნა, რომ ისრაელის მოკავშირეებისგან მხარდაჭერის შესანარჩუნებლად მათ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ უნდა დაუშვან, რასთან დაკავშირებითაც მან ცოტა ხნის წინ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნეთანიაჰუს თქმით, მისი გეგმა სამი ეტაპისგან შედგება: "საბაზისო საკვების ახლა" ღაზაში შესვლა ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად; ამერიკული კომპანიების მიერ მომავალ დღეებში დახმარების სადისტრიბუციო წერტილების გახსნა; და სამხრეთ ღაზაში "სტერილური ზონის" შექმნა, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს თავის შეფარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×