
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც ჩვენ 1990-იან წლებში ვუთხარით უარი.
„ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ. მათ არ შეუძლიათ, რომ განცხადებები გააკეთონ ან იმოქმედონ დამოუკიდებლად. ვინ თუ არა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ კარგად, რა არის ბოლშევიზმი და როგორია გარედან, ე.წ. დიდი ძმისგან დავალებების მიცემა და შემდეგ ამ დავალების გაკონტროლება რამდენად სწორად ხორციელდება. ზუსტად ასეთივე მცდელობებია. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც ჩვენ 1990-იან წლებში ვუთხარით უარი", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სტრასბურგი ადასტურებს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ქართული პოლიცია ევროპულ სტანდარტს არ გასცდენია. ლიეტუვის პირველი დიპლომატი კი, ქართველ სამართალდამცველებს აკრიტიკებს. დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა აქვს ესტონეთის მთავრობასაც. ოპოზიცია ამასაც მაშველ რგოლად იყენებს.