რეზონანსი
20.05.2025

 მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, უნდა მოხდეს ხელისუფლების პარალიზება," - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზაციის მომხრეა.

"26 მაისს მე პირადად მომხრე ვარ რადიკალიზაციის. ვიკრიბებით? - რატომ ვიშლებით?! თუ არის ის რაოდენობა, რომ ამ ხელისუფლებას თავზარი დავცეთ, რატომ ვიშლებით, რატომ ვამბობთ, არაფერი არ დავარღვიოთ. არც არაფერს არ ვარღვევთ, ჩვენ ვიკრიბებით და ვიშლებით იმიტომ, რომ რა, ვიღლებით იქ დგომით?! - მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, უნდა მოხდეს ხელისუფლების პარალიზება. მან ვერაფერი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგას და ის უნდა დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ. პირდაპირ უნდა მოვთხოვოთ, ან შენ ნიშნავ ახლა ახალ არჩევნებს და უშვებ პოლიტპატიმრებს ციხიდან, ან ეს არ დამთავრდება. რა არ უნდა დამთავრდეს, ეს იქ ადგილზეა მოსალაპარაკებელი," - აღნიშნა გედევან ფოხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×