რეზონანსი
20.05.2025

კოალიცია"ცვლილებისთვის" ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს რეიტინგი დრამატულად აქვთ შემცირებული, შესაბამისად, ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თავი სხვადასხვა გზით აარიდონ.

"ყველაფერი კარგად აქვთ გათავისებული. ვიღაცებმა გირაო გადაიხადეს, ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ჯაფარიძეს ვგულისხმობ, თუმცა ერთმანეთის ბულინგიც მიდის შიგნით და აქაც აზრები არის გაყოფილი. ვიღაცას უფრო აწყობს, რომ თითქოს "გმირად" იქცეს საკუთარი ამომრჩევლის თვალში და შეიძლება ურჩევნია ძალით აღმოჩნდეს ციხეში, რომ შემდეგ ამით აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, აი, როგორ უნდა მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, მე ხომ ციხეში ვიმყოფებოდი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ იციან, რამდენად დრამატულად არის შემცირებული მათი რეიტინგი," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაოს გადახდას არ აპირებს. შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ დაკისრებული გირაო, პატიმრობით შეიცვალოს. გირაოს გადახდას არ აპირებს არც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×