რეზონანსი
20.05.2025

პირდაპირ სასამართლო პროცესზე დასწრება მაშინ, როდესაც არც ენა გესმის იმ სამართალწარმოების და სასამართლო დარბაზის პირველ რიგში ვიზუალიზაციას ახდენ შენი მონაწილეობის, აკვირდები მოსამართლეს და პირდაპირ ეუბნები, რომ ის გადაწყვეტილება კი არ მიიღო, რომელიც მტკიცებულებიდან გამომდინარეობს, არამედ ის, რაც გვჭირდება ჩვენ. ის, რაც არის ანტურაჟში გახვეული, რომელიც თითქოს ხელს რომ ურტყამ პოლიციელს ეს დანაშაული არ არის, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ალბათ ვენის კონვენცია კიდევ აქვთ გადასაკითხი ძალიან ბევრ დიპლომატს, რომელსაც მივიწყებული აქვს ეს საკითხი. ჩაეტიონ იმ ფარგლებში, რასაც დიპლომატიური ეტიკეტი და კონვენცია უკარნახებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიცია ქართველი სამართალდამცველების შეურაცხყოფის ფონზე, გერმანელი დიპლომატის დაცვას ცდილობს. მმართველი გუნდი კი ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ხაზგასმით ამბობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება არავის აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×