რეზონანსი
20.05.2025

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

„თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.

„ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×