რეზონანსი
20.05.2025

წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ ცდილობენ სადისტები და მანიაკები, დაარწმუნონ საქართველოს მოსახლეობა, რომ რასაც აკეთებდნენ, აკეთებდნენ სამშობლოსთვის. ჩვენ ვნახეთ, როგორ ეწირებოდნენ ადამიანები. 2010 წელს - 142 და 2011 წელს 143 ადამიანი ციხიდან გამოასვენეს, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა.

ბონდო მძინარაშვილის თქმით, ვიღაცისთვის, შეიძლება, ეს მხოლოდ სტატისტიკაა, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს იყო დიდი ტრაგედია და უბედურება.

„დასკვნის სახით, მინდა, ვთქვა, რომ იყო ასეთი, გადარჩენისთვის რა უნდა გაეკეთებინათ, აუცილებლად უნდა დასაქმებულიყვნენ, აუცილებლად უნდა განაწილებულიყვნენ პარტიებში, აუცილებლად უნდა ეზრუნათ ეკონომიკური ბერკეტების დაუფლებაზე და ყველა უნდა დაერწმუნებინათ, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ სამშობლოს სამსახურისთვის. ალბათ ყველამ, ჩვენმა მაყურებელმა იფიქრა, რომ მე ვლაპარაკობ ახლა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე. დიახ, ისინი ამას ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მათზე გაცილებით ადრე, 1946 წელს შეიქმნა ყოფილ თანამშრომელთა ორგანიზაცია „ოდესა", რომლის წესდებაში სწორედ ეს ეწერა მიზნებში. მათ უნდა დაერწმუნებინათ გერმანელი ხალხი, რომ ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ ცდილობენ სადისტები და მანიაკები, დაარწმუნონ საქართველოს მოსახლეობა, რომ რასაც აკეთებდნენ, აკეთებდნენ სამშობლოსთვის და საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ, როგორ ეწირებოდნენ ადამიანები. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა სოზარმა და თქვენც, ქალბატონო თეა, 2010 წელს - 142 ადამიანი და 2011 წელს 143 ადამიანი ციხიდან გამოასვენეს. წლიური სტატისტიკაა. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის სტატისტიკაა, მაგრამ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის მათ შორის, და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს იყო დიდი ტრაგედია, უბედურება და „ობიექტივში" ამ თემებზე მუდმივად ვამახვილებდი ყურადღებას. არ შემეძლო, ეს არ აღმენიშნა", - აღნიშნა ბონდო მძინარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×