რეზონანსი
19.05.2025

დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. პარლამენტის წევრი აქტივიტს  ურჩევს, თუ შესაბამისი კომისიის დასკვნა არ აკმაყოფილებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.  

„ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ. არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს. ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის, მაშინ გაასაჩივროს. რა შუაშია აქ ინციდენტი? მე რავიცი, ჰკითხეთ, გიჟია“, - განაცხადა ზარქუამ. 

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას შურისძიებას უკავშირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×