რეზონანსი
19.05.2025

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები "ონჯი" და "პუბლიკა", ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას "შეხვედრას" უწოდებენ,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე.

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები "ონჯი" და "პუბლიკა", ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას "შეხვედრას" უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ.

ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე,” - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×