რეზონანსი
19.05.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში უახლოეს დღეებში თბილისში, სსფ-ის მისიის ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სავალუტო ფონდთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ძლიერია.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სსფ-ს მიდგომა ძალიან პარტნიორული და დადებითია. მისიის ფარგლებში კი სებ-ის მიზანია ყველა იმ საკითხის გაანალიზება, რაც ამ დრომდე სავალუტო ფონდისთვის შესაძლოა ღია საკითხად იყო მიჩნეული.

„მისიის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ შემდგომ თანამშრომლობაზე. მიგვაჩნია, რომ პროგრამის მიხედვით, თუ კი რაიმე საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებობდა, იქნება ეს ფისკალური სექტორი თუ მონეტარული სექტორი, ყველაფერი გადაჭარბებით არის შესრულებული. სხვა ღია საკითხები, რაც არსებობდა, ვთვლით, რომ ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრები და განხილვები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×