რეზონანსი
19.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ლევან წურწუმია წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იკავებდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას, ასევე იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×