რეზონანსი
17.05.2025

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბანერი დააზიანეს, რომელზეც ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებული წარწერა იყო დატანილი.

„სამე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას. რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას. როდესაც გვეუბნებიან აბა სად არის ბრძოლის ფაქტები, აი იხილეთ ფაქტები. ბანერი დააზიანეს, სადაც ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი.

ეს ხალხი ორგანულად ვერ იტანს სიყვარულს, ორგანულად ვერ იტანს ოჯახურ ღირებულებას, ორგანულად ვერ იტანენ მეგობრობას. ეს ხალხი არის მიდრეკილი ჩხუბისკენ, რეპრესიებისკენ, ბოროტებისკენ. ბუნებით არის ეს ხალხი ასეთი და აუცილებლად დამარცხდებიან იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს რადიკალი აქტივისტები, მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×