რეზონანსი
17.05.2025

ოჯახის სიწმინდის დღეს ჩემს ოჯახზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ და მცირეწლოვანი ბავშვები დამისტრესეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×