რეზონანსი
17.05.2025

ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

იგი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს სოციალური ქსელითაც ულოცავს.

„მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე!

ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ოჯახური ღირებულება არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და განსაზღვრავს ერის იდენტობას.

ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად.

მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში!“, - წერს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×