რეზონანსი
17.05.2025

დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საკმაოდ გავლელიანი ძალები ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ყალბი იდეოლოგიები.

„ამას დავუპირისპირდით ჩვენ, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც მივიღეთ და რომელიც სწორედ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. იყო სერიოზული კრიტიკა ამ კანონის მიმართ, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა აქაც, საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ბუნებრივია, დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე", - განაცხარა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×